მამუკა მდინარაძე: თუკი ჩვენი მეგობრები ჩამოყალიბდებიან, რომ დეოლიგარქიზაცია გვინდა და უნდა დარჩეს რეკომენდაციაში, კანონი შევა ძალაში, თუ არ გვინდა და გავიზიაროთ ვენეციის კომისიის დასკვნა, მაშინ არ შევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა მმართველი გუნდის მიდგომა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიმართ. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ამერიკის ელჩის მხრიდანაც იყო არასწორი ინფორმაციის გახმოვანების ფაქტი და მან თქვა, რომ უკრაინას კანონის გამოწვეული აქვს. ახლა აღმოჩნდა, რომ არ აქვს გამოწვეული და უკრაინამაც მიიღო ანალოგიური დასკვნა და გარკვეული დაბნეულობაა ამ მიმართულებით. შესაბამისად, თუკი ჩვენი მეგობრები ჩამოყალიბდებიან, რომ დეოლიგარქიზაცია გვინდა და უნდა დარჩეს რეკომენდაციაში, კანონი შევა ძალაში, თუ არ გვინდა და გავიზიაროთ ვენეციის კომისიის დასკვნა, მაშინ არ შევა. პრობლემა არ არის არც ერთი, არც მეორე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები