ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის გამდიდრებული გიგლა ბერბიჭაშვილი

„თუ ვინმე არაჯანსაღ რამეს აკეთებს საქართველოში და ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებს, ყველანი „ნაცები“ არიან – ლელოელები, გირჩელები, ათასი უბედურება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი გამდიდრებული გიგლა ბერბიჭაშვილია.

“ისინი მოქმედებენ გასული საუკუნის 20-30-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ბოლშევიკური მეთოდებით. ასეთი ბოლშევიზმი, რაც თსუ-ში მოხდა, 30-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ მომხდარა. კეზერაშვილს სხვა რა უნდა მოსთხოვო, კეზერაშვილი არის გამდიდრებული გიგლა ბერბიჭაშვილი – გიგლა ბერბიჭაშვილებისგან და კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ მეტს არ ველოდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები