ირაკლი კობახიძე – ნიკა მელიაზე: ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და იმ პარტიაში მაინც რჩები, ეს მეტყველებს უთავმოყვარეობაზე

“ნიკა მელია არის უბრალოდ უთავმოყვარეო კაცი. წარმოიდგინეთ, ხაბეიშვილთან წააგო – კი, გასაგებია, კეზერაშვილი იდგა ამის უკან, მაგრამ მაინც – ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და იმ პარტიაში მაინც რჩები, ეს მეტყველებს უთავმოყვარეობაზე”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები პარტიას ასუსტებს.

„საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია, როდესაც არის კინკლაობა მელიასა და ხაბეიშვილს შორის. ეს კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს „ნაცმოძრაობას“. 20%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული მათი რეიტინგი, რაც ძალიან კარგია. მთავარია, რომ რეიტინგი შეუმცირდეს არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასაც“, თავისი „ლელოთი“, „გირჩით“, ვაშაძით, გახარიათი და სხვა პარტიებით. რა თქმა უნდა, არაფორმალური მმართველობა არსებობს. კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ მათ პარტიაში არის არაფორმალური მმართველობა. იქ არის კეზერაშვილის ოლიგარქიული გავლენა, ამას ემატება სააკაშვილი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკაში დეოლიგარქიზაცია, თუმცა კეზერაშვილს, თავისი ფულითაც, მარტივად მოერევა ჩვენი გუნდი და ქართული საზოგადოება“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები