გიორგი ვოლსკი: მსოფლიო იმ დონემდე მივიდა, როცა საჭიროა მობილიზება, თანადგომა, სოლიდარობა, ამას ვითხოვთ ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მსოფლიო იმ დონემდე მივიდა, როცა საჭიროა მობილიზება, თანადგომა და სოლიდარობა.

“ლისაბონიდან თბილისამდე უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნა, ეს ეხება მსოფლიო უსაფრთხოების თემას და არა მხოლოდ რეგიონს. არავინ იცის, როგორ დასრულდება არსებული სიტუაცია. მით უმეტეს, ბელარუსში მიდის განლაგება ბირთვული შეიარაღების. მსოფლიო იმ დონემდე მივიდა, როცა საჭიროა მობილიზება, თანადგომა, სოლიდარობა და ამას ვითხოვთ ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან, რომელთაც ეს კარგად ესმით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები