“ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ უკრაინაში ჩასასვლელად” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უკრაინასკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ყოველთვის მზად იყო და არის უკრაინაში ჩასასვლელად.

„მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩასასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია, ხვალვე ჩამოვიდე“.

კითხვაზე, რა არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის კიევში არ მიიწვია, ზურაბიშვილმა უპასუხა:

„ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არასრულად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ამიტომ, რაღაც თვალსაზრისით, ვგრძნობ ამ ყველაფრის შედეგებს, თუმცაღა მზად ვარ ჩასასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე მოგვეცემა. ყირიმის პლატფორმაზე დასასწრებად მოწვევა ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები