„როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ძალიან მოხარული ვარ, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის არის ძალიან ინტენსიური“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ვიცი, რომ პრემიერმინისტრი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელ კომისარს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია, რადგან სწორედ ასეთი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასე რომ, დისკუსიები არის ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.