რატი იონათამიშვილი: რუსეთის აგრესიის გამო, ოკუპაციისგან გამოწვეული ტკივილისგან მავნე შედეგებს დღეს, პირველ ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები შშმ პირები განიცდიან

“ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა იმიტომ, რომ რუსეთის აგრესიის გამო, ოკუპაციისგან გამოწვეული ტკივილისგან მავნე შედეგებს დღეს, პირველ ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები შშმ პირები განიცდიან”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გაეროში სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას ორმაგად აზიანებს.

„დღეს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, სადაც ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ოკუპაციის გამო არ შეგვიძლია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და მარი დავუჭიროთ მათ. ვიყენებთ ყველა შესაძლებელ ზომას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის მუდმივი გააქტიურების გზით. საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი საქმე მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ოკუპაცია ორმაგად აზიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას. ამიტომ, ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა იმიტომ, რომ, რუსეთის აგრესიის გამო, ოკუპაციისგან გამოწვეული ტკივილისგან მავნე შედეგებს დღეს პირველ რიგში საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები შშმ პირები განიცდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები