“მე და ევროკავშირის ყველა ელჩი დაგვპატიჟეს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე, ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გაიმართა” – პაველ ჰერჩინსკი

“შემიძლია, დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე და ევროკავშირის ყველა ელჩი დაგვპატიჟეს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი და ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თუმცა, ვინაიდან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ვისურვებდი, რომ დეტალების გასაჯაროებისგან თავი შემეკავებინა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, კონფერენცია „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან საინტერესო კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომელიც ეხება უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სასტიკი ომის პირობებში. ნათელია, რომ ამგვარი განხილვები არის უკიდურესად საჭირო და მე ასევე ძალიან მოხარული ვარ, რომ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მკვლევარი არის წარმოდგენილი დღეს აქ იმისთვის, რომ განიხილოს ომის შედეგები არა მხოლოდ ფართოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის, არამედ ასევე საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები