ნინო წილოსანი: პრემიერი უამრავ ძალიან მნიშვნელოვან და მაღალი დონის შეხვედრას მართავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა შეაფასა.
„პრემიერმინისტრი პირადად უამრავ ძალიან მნიშვნელოვან და მაღალი დონის შეხვედრას მართავს. ეს მიანიშნებს ჩვენს დიდ სურვილზე, მივიტანოთ ინფორმაცია და ავუხსნათ პარტნიორებს იმის საჭიროება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა წილოსანმა.