გიორგი ვოლსკი: ენერგორესურსების უშველებელი მასა ამ წუთშიც მიედინება რუსეთიდან ევროპის ბაზრებზე
საქართველო არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ნახსენებია სატრანზიტო თემა, როგორც საგანგებო მნიშვნელობის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზი ევროპაში ახლაც მიედინება
„არსებობს რუსეთი, ევროპა და ენერგორესურსების უშველებელი მასა, რომელიც ამ წუთშიც მიედინება რუსეთიდან ევროპის ბაზრებზე. უკრაინის გავლით რუსული გაზი მიედინება ევროპაში, რომელიც იმ რაოდენობით მიედინება [მხოლოდ ექსპორტზეა ლაპარაკი] რომელიც სამჯერ თუ ოთხჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან გააჩნია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ “იმედის” ეთერში.