“მთლიანობაში, შარლ მიშელის განცხადება არის პოზიტიური” – გია ვოლსკი

„მთლიანობაში, რასაკვირველია, შარლ მიშელის განცხადება არის პოზიტიური. პოზიტიურია იმასთან დაკავშირებითაც, რაც ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ, რა ილაპარაკეს“, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის „ტვიტზე“ საუბრისას განაცხადა.

„ინკლუზიურობა ნიშნავს ჩართულობას. ეს ჩართულობა ნიშნავს დეპოლარიზაციას და დეპოლარიზაციის არარსებობა ნიშნავს ყველა მუხლის მიმართ პრეტენზიის არსებობას. საბოტაჟის ბევრი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო. საბოტაჟი სპეციალურად ხორციელდება, რომ სიტყვა „ინკლუზიურობა“ იყოს ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ შეიძლება, გაისმას – უმრავლესობა ხართ, კეთილი ინებეთ, შეათანხმეთ. იყო ოპოზიციური პარტიების ჩართულობა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომლისკენაც ნამდვილად არ არის განწყობილი რადიკალური ოპოზიცია. რევოლუციური კომიტეტი შექმნეს, რომ დესტაბილიზაცია მთავარი ამოცანაა. რა ინკლუზიურობაზე არის ლაპარაკი?“, – განაცხადა ვოლსკიმ „ქრონიკასთან“.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

„სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. საქართველოს ხალხისთვის“, – დაწერა მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები