ილია დარჩიაშვილი: ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, ეს გზავნილი ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგისგან მიიღო

ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგისგან მიიღო,– ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბელგიის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ბელგიის პრემიერთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის ურთიერთობების გაძლიერებას.

„ასევე, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რამდენად აქტიურად იქნება ჩართული ბელგიის სამეფო ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და პროცესში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები პრემიერმინისტრმა კოლეგისგან მიიღო“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები