“თუკი ვინმე დღეს ამ შესრულებული რეკომენდაციების ფონზე, მაინც ამბობს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, ის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტერია” – მამუკა მდინარაძე
“თუკი ვინმე დღეს ამ შესრულებული რეკომენდაციების ფონზე მაინც ამბობს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, ის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტერია – მისი ნებისმიერი სიტყვა და ქმედება გამომდინარეობს ან დავალების შესრულების ვალდებულებიდან ან ინტერესებიდან, რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, საქართველოს ხელისუფლებას აწყობს და იბრძვის ევროპული მომავლისთვის“, – აღნიშნა მდინარაძემ.