დიმიტრი სამხარაძე: როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე პარლამენტი მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა.

მერამდენე შემთხვევაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს! ეს რაც გადაიღო და ამ ვიდეოში ჩანს, დანარჩენი ხომ წარმოგიდგენიათ.

აი, ასეთი ღირსეული და სიმართლის მთქმელი აღმასრულებელი მდივანი გვყავს!”, – წერს სამხარაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები