“კელი დეგნანის მხრიდან გახმოვანდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინული კანონი გაწვეული იყო, ეს რას ემსახურებოდა, შეფასებას არ გავაკეთებ” – მამუკა მდინარაძე
„ადრე ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის თარგმანია, უკრაინას გაგზავნილია აქვს ვენეციაში დასკვნისათვის, დასკვნა მიუვათ უკრაინელებს და ჩვენც ვიხელმძღვანელებთ ამ დასკვნით. მაშინ გვითხრეს, რომ არა, უკრაინელებს გამოწვეული აქვთო და სამწუხაროა ძალიან, რომ ქალბატონი კელი დეგნანის მხრიდან გახმოვანდა მაშინ ეს არასწორი მესიჯი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არ შევალ შეთქმულების თეორიებში. ფაქტია, რომ ვამბობდით, გაგზავნილი აქვთ და დამატებით დროში რომ არ ავცდეთ ერთმანეთს, მიიღებენ ანალოგიურ კანონზე შენიშვნებს და ჩვენ გავითვალისწინებთ ამ შენიშვნებს. მაშინ ქალბატონმა კელიმ და სხვა ადამიანებმა გვითხრეს, რომ გამოწვეულია. ეს არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა და ეს რას ემსახურებოდა ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომ არ დავაზიანო, შეფასებას არ გავაკეთებ. ფაქტი ეს არის, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ამ არასწორ ინფორმაციას მხარი დაუჭირეს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.