“გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პროცესები კარგად დასრულდება.
„ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს გამოსცემს ოქტომბერში, 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებამდე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერმინისტრების და პრეზიდენტების დონეზე. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ ქვეყანას“, – აღნიშნა ელჩმა.