ირაკლი კობახიძე: პრემიერის ხშირი ვიზიტები საზღვარგარეთ მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ მივაღწიოთ დამატებით წინსვლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები საზღვარგარეთ, მიმართული იქითკენ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დამატებითი წინსვლა იქნეს მიღწეული.

„რეკომენდაციების შესრულება დასრულდება ივნისის ბოლომდე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ყველა კანონს, რაც არის გათვალისწინებული 12-პუნქტიანი გეგმით. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და ამას ბოლომდე გავყვებით. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამას ემსახურება მათ შორის პრემიერის ხშირი ვიზიტები საზღვარგარეთ – შოლცთან, მიშელთან შეხვედრა და ა.შ. თითოეული ეს ვიზიტი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ მივაღწიოთ დამატებით წინსვლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საუბარი იქნება მიშელთან ყველა თემასთან დაკავშირებით, თუ იქნება კითხვები, ყველას გაეცემა პასუხი, პრემიერს არ უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები