ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არავითარი აქტივები არ აქვს
“ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არავითარი აქტივები არ აქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბენდუქიძე, ნაყოფია და ხოშტარია არიან ის ადამიანები, რომლებმაც ფული რუსეთში იშოვეს.
„ბენდუქიძემ სად იშოვა ფული? ნაყოფიამ იშოვა ფული რუსეთში – არის თუ არა კობა ნაყოფია რუსი ოლიგარქი? ,,ნაცმოძრაობას,, არ აქვს არცერთ კითხვაზე პასუხი, ყველაფერში გაჭედილები არიან. არ აინტერესებთ, რომ ხოშტარია 5 მილიონ რუბლს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ აინტერესებთ, რომ კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული. ისინი არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე რუსი ოლიგარქი“, – განაცხადა კობახიძემ.