ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის საკითხის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში რადიკალური ოპოზიციიდან ერთადერთი დეპუტატი იყო წარმოდგენილი – ეს აჩვენებს, როგორია მათი დამოკიდებულება 12 რეკომენდაციის მიმართ

“ბოდიში უნდა მოვუხადოთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ პარლამენტის სამუშაო რეჟიმი ვერ მოვარგეთ მათი დასვენების რეჟიმს – კეთილი უნდა ინებოს ყველა დეპუტატმა და უნდა დაესწროს ბოლომდე პარლამენტის მუშაობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან ერთადერთი დეპუტატი იყო წარმოდგენილი – ეს კი აჩვენებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება 12 რეკომენდაციის მიმართ.

„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოვუხადოთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ პარლამენტის სამუშაო რეჟიმი ვერ მოვარგეთ მათი დასვენების რეჟიმს. თურმე ისვენებდნენ, როდესაც დღის წესრიგში იყო შეტანილი ეს საკითხი. კეთილი უნდა ინებოს ყველა დეპუტატმა და უნდა დაესწროს ბოლომდე პარლამენტის მუშაობას. გუშინ, როდესაც ეს საკითხი გადიოდა, რადიკალური ოპოზიციიდან დარბაზში ერთადერთი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. ეს აჩვენებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება 12 რეკომენდაციისა და კანდიდატის სტატუსის მიმართ. ამ კანონის მიღება ჩვენი იდეა არ ყოფილა – ეს იყო ევროკომისიის იდეა და 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი. თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო, და ამოიღებს 12 პუნქტიდან ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები