პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა
პარლამენტის სხდომათა დარბაზში პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან.
პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან” გადმოფინა.
მან სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.