ირაკლი ღარიბაშვილი: ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ

ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრთან, ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები