შალვა პაპუაშვილი – არახამიას განცხადებაზე: ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან. მე მგონი, ერთმანეთს იცნობენ, დაუკავშირდნენ და გაყინონ რუსეთიდან რუსული ფულის გადმორიცხვები ელენე ხოშტარიას ჯიბეში. ამიტომ, ვინმეს თუ რამე უნდა, პირველი, მე მგონი ეს საკითხია და დაიწყონ ამით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.