გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირში უცხოელ პარტნიორებთან უკვე ჩნდება რეალური სურათი, რომ საქართველო ობიექტური რეალობით ყველა შემთხვევაში იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირში უცხოელ პარტნიორებთან უკვე ჩნდება რეალური სურათი, რომ საქართველო ობიექტური რეალობით კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
მისივე თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი თუ ვერ მიიღო, ეს ევროკავშირის შეცდომა იქნება.
„ვხედავთ, რომ მათ შორის ევროკავშირში უცხოელ პარტნიორებთან უკვე ჩნდება იმისი რეალური სურათი, რომ საქართველო ობიექტური რეალობით ყველა შემთხვევაში იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ოდნავ მაინც თუ დასაშვები იქნება, რომ თეორიულად, უარი ეთქვას საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მხრიდან თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება და ის შეცდომა იქნება, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.