ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს ვაკეთებთ და ვაკეთებდით მაღალი პასუხისმგებლობით იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
“ჩვენ მკაფიო ამოცანა გვაქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვაკეთებდით მაღალი პასუხისმგებლობით იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი დღემდე გავაკეთეთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.