პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;  გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან და ეკონომიკურ რესურსს ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები