პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებების პროექტი ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით მომზადდა, რომელიც პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს და მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმების და ასევე სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხები წესრიგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები