მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობაზე“: ილუზიებში არიან და ერთმანეთს აგიჟებენ – მათი რეიტინგი დაღმა ისეთი სისწრაფით მიდის, რომ ვერავინ დაეწევა

“პარტიაში დაპირისპირება კი არ არის, ილუზიებში არიან და ერთმანეთს აგიჟებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი სწრაფად კლებულობს.

„მათი გეგმა ასეთია – ყველანაირად უნდა შეუშალონ ხელი კანდიდატის სტატუსს, მერე უნდა არიონ ქვეყანა, მერე მოდიან ხელისუფლებაში – ასე მსჯელობენ შიგნით და მერე რომელი ფლანგი იქნება, რომელიც „მოაჯდება“ ამ ქვეყანას, ამაზე მიდის ახლა ბრძოლა. ამ დროს მათი რეიტინგი დაღმა ისეთი სისწრაფით მიდის, რომ ვერავინ დაეწევა. ამ ილუზიებში არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები