ალექსანდრე რაქვიაშვილი – “დეოლიგარქიზაციაზე”: ეს კანონი თავიდანვე სრული აბსურდი იყო

ეს კანონი თავიდანვე სრული აბსურდი იყო, წინააღმდეგ მივეცით ხმა. მარტო უკრაინას ჰქონდა და უკრაინაშიც აბსურდი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პროგნოზირებადი გახდეს ზოგადად ევროპელებისა და დიპლომატების პოზიცია, რადგან ისინი პირიქით მოგვიწოდებდნენ, რომ ამ კომისიის დასკვნას დავეყრდნოთ. აგერ, ეს დასკვნა დევს და გამოვიწვიოთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები