პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს 14 ივნისს, ბრიუსელში გამართავს. ასევე, იგეგმება პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები