გურამ მაჭარაშვილი: ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს

“ეროვნული ბანკის არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი ქვეყანაში და, ამიტომ, ბევრი რამე არის მასზე დამოკიდებული და ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შედეგებზეც პასუხისმგებელი არის ხელისუფლება”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს.

“ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკზეც და ნებისმიერი სამინისტროს თუ სფეროს მოქმედებებზე, საზოგადოება პასუხს სთხოვს ხელისუფლებას. ამიტომაც არის ის, რომ იგივე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ რა პოზიციაც გაგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი და არის კიდევაც დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა, ეს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ხალხისგან, ხალხის მოთხოვნებისა და სახელმწიფოს ინტერესებისგან. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ იმ პრინციპით, რომ ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მაშ შორის, ეკონომიკური წინსვლა. ბუნებრივია, ჩვენ ამიტომაც გვინდა ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ იყოს ხალხის ინტერესებში და სახელმწიფოს ინტერესებში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები