ირაკლი ქადაგიშვილი – ვენეციის კომისიის დასკვნაზე: დადებითადაა შეფასებული ის, რომ ჩვენ პირველი დასკვნის შემდეგ ყველა ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა.

„დასკვნა მოსულია, დადებითად არის შეფასებული, რომ პირველი დასკვნის შემდეგ ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, ამიტომ ჩვენ ახლა ამ კანონს მივიღებთ მაგრამ, ამას შევთავაზებთ ევროკომისიას, რომ მათგან მივიღოთ საბოლოო პირობა. საკითხი დგას ასე – გვინდა თუ არა ამ კანონის მიღება და ეს, საბოლოოდ, რეკომენდაციის გამცემმა უნდა გვითხრას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის თანახმად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა. ამასთან, დასკვნაში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები