“რათა ცესკო სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული, მას უნდა ჰქონდეს სრული ლეგიტიმაცია” – გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ცესკო სრულფასოვნად უნდა იყოს დაკომპლექტებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ წელიწად-ნახევარში გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული.

მას უნდა ჰქონდეს სრული ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს. იდგება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ორიენტირებულია სწორედ ცესკოსთვის სრულფასოვანი უფლებამოსილების მინიჭებასა და ლეგიტიმაციაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები