დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია არ მონაწილეობს არაფერში და ამით მცდელობა აქვთ, რომ შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს მმართველ გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.
მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, ხელის შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
“ჩვენ მივიღებთ კანონს საერთო სასამართლოების შესახებ. ოპოზიციას არ მოსწონს არაფერს, რაც მათი მონაწილეობის გარეშე კეთდება, არადა, თვითონ არ იღებენ მონაწილეობას არაფერში და ამით აქვთ მცდელობა, რომ შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. სინამდვილეში, საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან გამომდინარე ის, რაც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან, ყველა ცვლილება იქნა მიღებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად”, – განაცხადა მათიკაშვილმა.