მამუკა მდინარაძე: პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად და კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს დაძლეული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციას და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტის საკითხი. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არის სუბიექტური, ამიტომ საქართველოს პარლამენტი ვეტოს დაძლევს“, – განაცხადა მდინარაძემ.