რატი ბრეგაძე: რუსთავში ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა – ეს იქნება ე.წ. მცირე ზომის დაწესებულება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდულია

“რუსთავში ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. ეს იქნება ე.წ. მცირე ზომის დაწესებულება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდულია”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრებს უკეთესი პირობები ექნებათ.

“დაახლოებით, ერთი თვეში ჩვენ გავხსნით ლაითურის ახალ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც 700 პატიმარზეა გათვლილი და უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ასევე, პატიმრებს ექნებათ საშუალება, იმუშაონ სხვადასხვა ტიპის სახელოსნოში. ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რათა პატიმრებს ჰქონდეთ თავისი შემოსავალი, რაც მათ შემდგომ საზოგადოებაში ადაპტაციას გაუადვილებს.

კიდევ ერთ სიახლესაც გეტყვით. რუსთავში ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. ეს იქნება ე.წ. მცირე ზომის დაწესებულება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდულია, რადგან მართვის თვალსაზრისით ეს ბევრად უფრო მარტივია და პატიმრებს ბევრად უკეთესი პირობები ექნებათ.

აღნიშნული დაწესებულება 2024 წელს გაიხსნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები