რატი ბრეგაძე: პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელიც სახელმწიფომ პატიმრების უფლებების დაცვის ახალი სტანდარტის დასანერგად გადადგა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნაზე ისაუბრა. 

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის კუთხით, პატიმრების უფლებების დაცვის ახალი სტანდარტის დასანერგად.

„გუშინდელი დღის მდგომარეობით, პატიმრებს შეეძლოთ, ეს მოქმედებები განეხორციელებინათ, თუმცა, ამისთვის სჭირდებოდათ წარმომადგენელი, რომელსაც ექნებოდა მინდობილობა და იმოქმედებდნენ მათი სახელით. ეს ყველაფერი დროში იყო ბევრად უფრო გაწელილი, პროცესები ჭიანურდებოდა და დაკავშირებული იყო გარკვეულ რისკებთან. დღევანდელი დღიდან კი ნებისმიერ პატიმარს მე-16 დაწესებულებაში და ქალთა #5 დაწესებულებაში უკვე აქვს საშუალება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მივიდეს და ისარგებლოს იუსტიციის სახლის მომსახურებით უშუალოდ, ყოველგვარი წარმომადგენლის გარეშე.

ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის კუთხით, პატიმრების უფლებების დაცვის ახალი სტანდარტის დასანერგად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ინოვაცია, რომელიც შეძლო საქართველომ და ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია, რომ სწორედ საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც პატიმრისთვის ადგილზე პრაქტიკულად ყველა სერვისია ხელმისაწვდომი ზუსტად ისეთივე კომფორტულ გარემოში, როგორსაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე არის შეჩვეული იუსტიციის სახლებში”, – განაცხადა ბრეგაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები