დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ზოგადად სუსტი იყო 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით სუსტია, ამიტომ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ შანსი არ აქვს 2024 წლის არჩევნებზე
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში შანსი აქვს.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მდგომარეობა არის “ საკმაოდ მძიმე”.
„ოპოზიციის მდგომარეობა საქართველოში დღეს არის საკმაოდ მძიმე. ეს თვითონ ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ყველა ნაბიჯი, რომელიც მათ გაერთიანებას გამოიწვევდა, ფიასკოთი დასრულდა. სააკაშვილის პროექტი დასრულდა ფიასკოთი. ყველა მიმართულება დესტრუქციის, რევოლუციური სცენარების დასრულდა იმით, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა ვის რა უნდა საკუთარი სამშობლოსგან. მოცემულობა, როდესაც უწყვეტი მშვიდობის პირობებში, გარშემო არსებული (გეოპოლიტიკას ვგულისხმობ) უმწვავესი ვითარების ფონზე, ქვეყანა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო რგოლი, ახერხებს იმას, რომ ქვეყანა მშვიდობიანად, ეკონომიკის გამორჩეულად წინსვლით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან აქტიური ურთიერთობის გაღრმავებით, ევროპული რეკომენდაციების შესრულებით, რომლის უდიდესი ნაწილი შესრულებულია, ოპოზიცია დღენიადაგ იგონებს თითიდან გამოწოვილ რაღაც მიზეზებს. ოპოზიცია ზოგადად სუსტი იყო 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით სუსტია. ელექტორატი ზუსტად აფასებს რა სურს ხელისუფლებას და რა სურს ოპოზიციას, ამიტომ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში.