გიორგი ვოლსკი: აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე დამკვიდრებულია მსოფლიოში

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს გამოეხმაურა.

“აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე დამკვიდრებულია მსოფლიოში, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი ყოფილა ასეთი და ეს არც პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. ის, რაც “მთავარმა არხმა” ჩაატარა რუსი “პრანკერების” მიბაძვით, რომლებიც სხვადასხვა ლიდერებს ესაუბრებიან, შეიძლება შევაფასოთ როგორც უზნეობა.

ასეთი ღლიცინით არ მგონია, რომ მის ავტორიტეტს რაიმე დააკელით, პირიქით თვითდაზიანება მიიყენეთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. მეტრეველი აღნიშნულზე დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია სრულფასოვნად უჭერს მხარს მმართველ გუნდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები