დავით მათიკაშვილი: დესტრუქციული ძალები ცდილობენ არა არჩევნების, არამედ რევოლუციური სცენარების რეალიზების გზებით ქვეყანაში შეცვალონ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება
დესტრუქციული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალები ცდილობენ არა არჩევნების, არამედ სიტუაციის ადუღების, რევოლუციური სცენარების რეალიზების და სხვა გზებით ქვეყანაში შეცვალონ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, – ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება.
„ზურაბ ჯაფარიძე გახლავთ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსი. მას რთულად თუ დაარქმევ პოლიტიკოსს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე და მისი მსგავსი პარტიები – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და ა.შ., მათ გააჩნიათ ნულოვანი შანსი იმის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საერთოდ ლაპარაკი არ არის. შესაბამისად, მუდმივად ეს დესტრუქციული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალები ცდილობენ არა არჩევნების, არამედ სიტუაციის ადუღების, რევოლუციური სცენარების რეალიზების და სხვა გზებით ქვეყანაში შეცვალონ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.