კახა კალაძე: საერთოდ, არსებობს ოპოზიცია? – დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება
„საერთოდ, არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ქვეყანაში მშვიდობას და ეკონომიკურ გაძლიერებას უზრუნველყოფს.
“ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე – როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ.
ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.