გიორგი კახიანი: ჩვენთვის მთავარია, ინსტიტუციები გამართულად ფუნქციონირებდნენ, ამ შემთხვევაში, საუბარია ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე

„ჩვენთვის მთავარია, ინსტიტუციები გამართულად ფუნქციონირებდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

“ჩვენ შეთანხმება გვქონდა პრეზიდენტთან, რომლის საფუძველზე განხორციელდებოდა კონკრეტული მოქმედებები. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. ამიტომ, იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას რაიმე გამოწვევა არ შეექმნას, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა არა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, არამედ ელემენტარული შეთანხმებით პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის, რადგან ორდინალურ ვითარებაში ასე უნდა ფუნქციონირებდნენ ინსტიტუციები, ურთიერთგაგება უნდა არსებობდეს. ვინაიდან ამჯერად პრეზიდენტის მხრიდან ეს ვერ მოხდა, იძულებული ვიქნებით, დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები