ალუდა ღუდუშაური – ხაბეიშვილზე: ყველა გასაღები დაკარგული აქვს და გადაეცით, რომ სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს

“ხაბეიშვილმა თქვა, გასაღები გვაქვსო – გადაეცით, რომ ყველა გასაღები დაკარგული აქვს, სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, რა სიკეთე შეიძლება, მიიღოს „ნაციონალური მოძრაობისგან“, აღარ ვსაუბრობ ცალკეულ პირებზე, ხაბეიშვილისგან არანაირი სიკეთე რომ არ შეიძლება მიიღოს და ნიკა მელიას რომ ნული აქვს თავმოყვარეობა, ხაბეიშვილი რომ პარტიიდან გაგაგდებს და კიდევ ცდილობ იმ პარტიას მიეკედლო, წარმოუდგენელია. ადამიანურად შეიძლება რაღაც პერიოდის უკან ემპათიას იწვევდა, დღეს უკვე ესეც აღარ არის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა უნდა შემოიკრიბოს?! ხაბეიშვილმა თქვა გასაღები გვაქვსო, ამ ადამიანს რა გასაღებიც ჰქონდა, ისიც რომ დაკარგული აქვს, ეგ ხომ ყველამ კარგად ვიცით. იქნებ შეახსენოთ, როგორმე გადაუმალონ და სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს, რომ პრობლემა არ შეექმნას, როცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოგდებას დაუპირებენ. ხაბეიშვილს გადაეცით, რომ ყველა გასაღები დაკარგული აქვს, ყველაზე მთავარი გასაღებიც, რა გასაღებიც აქვს, კარგად შეინახოს, ისიც არ დაკარგოს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები