“რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია, როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად, იქნებ როგორმე ხელისუფლებაში დასაბრუნებლად” – გივი მიქანაძე
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია, ქვეყანამ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ეს ესახებათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად.
გივი მიქანაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წევრები აბსოლუტურად არ ფიქრობენ ქვეყნის წინსვლაზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე.
“ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია, როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად, იქნებ როგორმე ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დარბიან ბრიუსელში და სხვადასხვა ევროკავშირის დედაქალაქებში, უმაღლესი თანამდებობის პირების ოფისებში, რომ ეხვეწებიან და სთხოვენ, რომ არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, მისი განცხადება, ზუსტად კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეალურად ეს ასე ხდება და მათი ერთადერთი მიზანია, რომ როგორმე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის და ისინი აბსოლუტურად არ ფიქრობენ ქვეყნის წინსვლაზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და იმ ევროინტეგრაციაზე, რომელზეც ვითომდა უჭერენ მხარს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.