კახა კალაძე: მინდა, მჯეროდეს, რომ მოგვცემენ სტატუსს – არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით მოსახლეობაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს

თბილისის მერი, კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

კალაძის თქმით, მას არ სურს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით მოსახლეობაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს.

„მინდა, მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი – ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები