ირაკლი ზარქუა: “ნაცმოძრაობას” “განახლებული” დაარქვეს და უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი

“ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობაში” მიდის ლოგიკური პროცესი. ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ,,განახლებული,, დაარქვეს და უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი.

“ეს პარტია იდგა რაზე, ეს არ იყო ძალმომრეობა, შანტაჟი, მუქარა, ჩაშვება ერთმანეთის მიმართ და ახლა, ამ ყველაფრის საბოლოო გვირგვინი არის ჩემი ხაბე. აქედან გამომდინარე, ამ პარტიას რა მომავალი უნდა ჰქონდეს, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” ,,განახლებული,, დაარქვეს და უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომელსაც ევროპამ მისტერ “ოფშორი” დაარქვა, იმიტომ, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ქართული ჯარი გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს. ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რა პროცესსაც დიდი ხანია უკვე ვაკვირდებით, ეს არის დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები