მიხეილ ყაველაშვილი: გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ჩვენი კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს,,

„სანამ ამ კანონპროექტზე დავიწყებდით საუბარს, წლის ბოლოს გავაკეთეთ კომენტარი, რომ ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. შემდეგ ბრიფინგი გვქონდა, სადაც პირდაპირ დავაანონსეთ, რომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არასამთავრობო სექტორს ეხება და ა.შ. და პირდაპირ იყო შეტევა”, – ამის შესახებ ,,ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა  გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

“გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ამ კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, ასე მოვნათლავთ და ასე იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები