ალექსანდრე რაქვიაშვილი – კანდიდატის სტატუსზე: იმედი მაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი
“გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
“რაც ეხება 12 პუნქტს და შესრულებას, პრინციპში პროცესი დასრულებულია. გასაგებია, რომ ამ მომენტისთვის სავარაუდოდ რამდენიმე პუნქტი არ იქნება შესრულებული, პოლარიზაციის ნაწილი, სასამართლო რეფორმის და ოლიგარქიზაციის. პოლარიზაცია გასაგებია, რომ ორივე მხარეზეა – ოპოზიციაზეც და “ქართულ ოცნებაზეც“, დანარჩენ ნაწილში “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა იყო.
მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში არ გვექნება ეს პუნქტები შესრულებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი”, – აცხადებს რაქვიაშვილი.