ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ იმ დოზით და იმ ხარისხით ევროპასაც სჭირდება საქართველო
“დადებითად და პოზიტიურად ვარ განწყობილი”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა კანდიდატის სტატუსის მოლოდინთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ იმ დოზით და იმ ხარისხით ევროპასაც სჭირდება საქართველო.
„წლის ბოლოსაც ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითად და პოზიტიურად ვარ განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ იმ დოზით და იმ ხარისხით ევროპასაც სჭირდება საქართველო.
ოპოზიცია არ მონაწილეობს, ან მონაწილეობს მიზერულ დონეზე. ფაქტი არის ერთი – ჩვენი, უმრავლესობის, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესრულებულია ყველაფერი”,- აღნიშნა სეფაშვილმა.