ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული

“მგონია, რომ ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ საბოლოო ჯამში არეული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს ვგულისხმობ”,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების პერსპექტივას.

ასევე, მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულების პროცესში “ენჯეოები ჩართული არ არიან.

„მგონია, რომ ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ საბოლოო ჯამში არეული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს ვგულისხმობ, ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან. მათ ერთმანეთში აქვთ გადასანაწილებელი ხმების დაახლოებით 40% და ვისზე, როგორ განაწილდება ეს 40%, ამაზე მიდის ბრძოლა, ეს არის მათი ბრძოლის მთელი შინაარსი.

„ენჯეოები“ არ არიან ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, პირიქით, ისინი ყველანაირად საბოტაჟს ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების მიმართ, ისევე, როგორც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ისინი დაკავშირებული არიან. ხომ არის რადიკალური ოპოზიცია, მათთან დაკავშირებულია რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, საუბარია, მხოლოდ მდიდარ „ენჯეოებზე“, სხვა არასამთავრობოებზე საუბარი არ არის. ისინი პირდაპირ არიან ჩართული რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებულ საბოტაჟში ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები