რატი იონათამიშვილი: ქართული დამწერლობა და ქართული ანბანი არის ჩვენი სულიერების ნაწილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ქართული ანბანის შესახებ „ფრანკლინის კლუბის“ ვიდეო “ქრონიკასთან” საუბრისას შეაფასა.
„ქართული დამწერლობა და ქართული ანბანი არის ჩვენი სულიერების ნაწილი. ის არის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული და როდესაც ეს ადამიანები ებრძვიან ქართულ დამწერლობას, სინამდვილეში ებრძვიან ქართულ იდენტობას და ამით საკუთარ რეალურ მიზნებს ასაჯაროებენ. ახლა ვიდეოს წაშლით, ცხადია, ვერაფერ უშველიან და ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ სინამდვილეში ისინი უტევენ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია – იქნება ეს ქართული დამწერლობა, იქნება ეს ჩვენი ეკლესია თუ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.